კორონავირუსი საქართველოში

მოქალაქეებს შეუძლიათ, უარი თქვან მთავრობის მიერ კომუნალურების სუბსიდირებაზე

Getty Images

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ცნობით, მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უარი თქვან მთავრობის მიერ მათი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე.

შესაბამისი ფორმა სემეკის ვებგვერდზეა განთავსებული. მარეგულირებლის ინფორმაციით, 11 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ, უარი თქვათ მარტის თვის სუბსიდირებაზე, თუ ამის გაკეთება გსურთ.

1 აპრილს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობა 2 მილიარდი ლარით პირდაპირ დაეხმარება მოსახლეობას ახალი კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული ზიანის შესარბილებლად. ეს მარტის, აპრილისა და მაისის განმავლობაში კომუნალური გადასახადების სრულად დაფარვას გულისხმობს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც 200 კილოვატ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზზე მეტს არ მოიხმარენ. 

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ცნობით, ელექტროენერგიის შეღავათი 1 200 000 ოჯახს შეეხება, ხოლო გაზის - 671 000 ოჯახს.

კომენტარები