კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 6 ახალი შემთხვევიდან არც ერთი არაა შიდა გავრცელება, წყარო ცნობილია

0 კომენტარი
ფოტო: Interpressnews

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან შიდა გავრცელების შემთხვევა არც ერთი არ არის, ცნობილია ყველა მათგანის ინფიცირების წყარო, - "ეს არაა მეორეული, მესამეული ან მეოთხეული გადაცემა".

ეზუგბაიას ინფორმაციით, 6-დან სამი ადამიანი იმერეთში, ქუთაისშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი სამი - თბილისში.

მისივე განმარტებით, ამ დროის მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოდან 37 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, კლინიკაში 33 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაია ამბობს, რომ კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, მძიმე პნევმონიით კლინიკაში რჩება 7 პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო ზონაში 4 722 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები