კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 5 მცირეწლოვნის - საყურადღებო

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტის ნინო ალხაზიშვილის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, 5 მცირეწლოვნის კი საყურადღებო. 

მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 55 პაციენტია მოთავსებული, მათგან 13-ს COVID-19 აქვს დადასტურებული. დღეს ტესტს 13 პაციენტს გაუკეთებენ. 

"ამ 13 პაციენტიდან ხუთთან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ ერთი განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია ხუთი მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა", - თქვა ალხაზიშვილმა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 შემთხვევაა დადასტურებული. COVID-19-ისგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 3.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა მოქმედებს. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი იყო - მარნეული და ბოლნისი.

კომენტარები