კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, სულ დაინფიცირდა 921 პირი

სომხეთში ახალი კორონავირით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში კი ვირუსული ინფექცია 921 პირს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში სომხეთში COVID 19-ით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, სულ ვირუსით დაღუპულთა რიცვი 10-მდე გაიზარდა.

ოფიციალული მონაცემებით, 921 ინფიცირებული პაციენტიდან გამოჯანმრთელებულია 138, ხოლო 30 პირის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ჯამში 1 521 068 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 331 169, ხოლო გარდაიცვალა - 88 565.

რაც შეეხება საქართველოს, 9 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, გამოჯანმრთელდა 50 პირი, გარდაიცვალა 3.  საკარანტინო რეჟიმში ამ დრომდე 4 722 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408.

კომენტარები