საგანგებო მდგომარეობა

შსს-მ ბოლო 24 საათში ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 73 მოქალაქე დააჯარიმა

შსს

შსს-ის განცხადებით, პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოავლინა.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 73 პირი.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა 15 მოქალაქე.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 27 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კომენტარები