The Others

ფილმის The Others რიმეიქის გადაღება იგეგმება

Vocal

სტუდიამ Sentient Entertainment გახმაურებული ესპანური ჰორორის The Others რიმეიქის უფლებები მოიპოვა. ინფორმაციას სტუდიის დამფუძნებელი რენე ტაბი ადასტურებს.

"The Others - ჩემი საყვარელი საშინელებათა ჟანრის ფილმია, ამ პროექტზე მუშაობა და ახალი აუდიტორიისთვის ფილმის გაცნობა ჩემთვის დიდი პატივია. წარმოუდგენელია, როგორ შეეფერება დღევანდელობას ეს ნამუშევარი - თვითიზოლაცია, პარანოია, შიში, ოჯახის წევრების დაცვისა და გადარჩენის სურვილი."  

ორიგინალი ფილმი 2001 წელს რეჟისორმა ალეხანდრო ამენაბარმა გადაიღო, სურათში მთავარი როლი ნიკოლ კიდმანმა შეასრულა.

კომენტარები