9 აპრილის ტრაგედია

ლიტვის საელჩო: ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა რეჟიმს, ამას 21 მამაცი ადამიანი შეეწირა

საქართველოში ლიტვის საელჩო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"31 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან, როცა ქართველები წინა აღუდგნენ საბჭოთა რეჟიმს და მოითხოვეს თავისუფლება, რასაც 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სიმბოლურია, რომ სულ რაღაც 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც პატივი მიაგო დაღუპულთა თავგანწირვას და მიაღწია იმ მიზანს, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ", - წერს საელჩო. 

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ამ დღეს რუსული ჯარის ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი.   

კომენტარები