ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია ივანიშვილზე: გვყავს უნიკალური დაზღვევა საქართველოს მოქალაქის სახით

0 კომენტარი

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს "უნიკალურ დაზღვევას" უწოდებს.

საქართველოს პრემიერმინისტრი ასე ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას გამოეხმაურა.

"ეს თანხები გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. როდესაც COVID-19-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკის. ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას.

ქართუ და ბიძინა ივანიშვილი, უკვე წლებია, მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა. ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს, ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში", - თქვა გახარიამ.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

9 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 214 ადამიანს. მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 408 პირი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები