კორონავირუსი საქართველოში

მდინარაძე: ივანიშვილისთვის ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილისთვის ქველმოქმედება "ცხოვრების ჩვეული სტილია". 

"90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი - ქველმოქმედება - საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა. ამის გაგრძელება იყო ის, რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც ეს თანხა აისახა შესაბამის ფონდში.

ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც ხარ იმედიანად, რომ ქვეყანას და ხალხს ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ასეთი სერიოზული ქველმოქმედება, ასეთი სერიოზული დონაცია გააკეთოს, იმისათვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს კოვიდ-19 -ის მიერ გამოწვეული ზიანი", - ამბობს მდინარაძე.  

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული. 

საქართველოში კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

კომენტარები