Radiohead

RADIOHEAD კონცერტების ჩანაწერების იუთუბზე გამოქვეყნებას იწყებს

NME.com

Radiohead მსმენელისთვის კარანტინის შესამსუბუქებლად ყოველ კვირას კონცერტების ჩანაწერებს იუთუბის ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ ბრიტანულმა ჯგუფმა ინფორმაცია ოთხშაბათს, 8 აპრილს გაავრცელა.

"ახლა, როდესაც თქვენზე აღარ არის დამოკიდებული გაატარებთ თუ არა ღამეს სახლში, გთავაზობთ კონცერტის პირველ ჩანაწერს.", - წერია ჯგუფის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

პირველი კონცერტი, რომელიც Radiohead-მა გამოაქვეყნა, 2000 წლის 7 ოქტომბერს დუბლინში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში Radioehead-მა თავის ვებგვერდზე ონლაინ ბიბლიოთეკა შექმნა. ბიბლიოთეკის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ მათ კონცერტებს, პერფორმანსებსა და გამოსვლებს გაეცნონ.

კომენტარები