კორონავირუსი უკრაინაში

კიევ-პეჩერის ლავრაში 26 სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

კიევ-პეჩერის ლავრაში Covid-19-ით 26 სასულიერო პირი დაინფიცირდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ყოველდღიურ ბრიფინგზე თქვა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. 

როგორც ცნობილია, კიევ-პეჩერის ლავრა 4 აპრილს მრევლისთვის დაიხურა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლეს დაუდგინეს, რასაც ეკლესია არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიევში ახალ კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 26 ადამიანი სწორედ კიევი-პეჩერის ლავრაში დაინფიცირდა.

უკრაინაში COVID 19-ის 1,892 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 57 გარდაიცვალა, 45 კი განიკურნა. 

კომენტარები