ახალი კორონავირუსი საქართველოში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსი დედასა და 10 წლამდე ბავშვს დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება / Screengrab

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის, ინფოცმაციით რეგიონში COVID 19 დედასა და 10 წლამდე ბავშვს დაუდასტურდა.

როგორც მიქელაძე განმარტავს, დედა-შვილი თურქეთში იმყოფებოდა, ისინი საქართველოში 4 აპრილს შემოვიდნენ. საზღვრის კვეთისას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ქალსა და ბავშვს ვირუსული ინფექციის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ - ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

დედა-შვილს დღეს, 9 აპრილს, გამოუვლინდათ ტემპერატურის ცვლილება. ამის შემდეგ ისინი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, კვლევების შედეგად მათ COVID 19 დაუდასტურდათ. ისინი ამ დროისთვის კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილები.

"დედა-შვილის მდგომრეობა სტაბილურია, ცხელების გარდა სხვა კლინიკური ნიშანი არ ყოფილა, თუმცა გრძელდება კვლევები", - ამბობს ზაალ მიქელაძე.

ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსი 16 პირს აქვს დადასტურებული, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონში 2 000-მდე ადამიანი რჩება საკარანტინო სივრცეში, 1 500-ზე მეტმა პირმა დატოვა კარანტინის ზონა. 

საქართველოში კორონავირუსის 218 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან 51 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4 722 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408.

კომენტარები