ცნობილი ადამიანები

Cardi B კორონავირუსით დაზარალებულ ოჯახებს 1 მილიონი დოლარით დაეხმარება

ამერიკელი რეპერი, Cardi B, ახალი კორონავირუსის პანდემიით დაზარებული ოჯახებისთვის 1 მილიონ დოლარს გამოყოფს.

Cardi B სწრაფი მოდის ბრენდთან, Fashion Nova-სთან პარტნიორობით, ყველა იმ ოჯახს, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს და პანდემიამ კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა, საათში 1000 დოლარს გადაურიცხავს.

"მადლობა ჩემი და Fashion Nova-ს მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავერთიანდით, რათა დავეხმაროთ მათ, ვისაც ახალი კორონავირუსის პანდემია შეეხო. ბევრ თქვენგანს გადასახადების გადახდა, ოჯახების გამოკვება და პირველადი საჭიროებებით დაკმაყოფილება გიჭირთ. ჩვენ ყოველ ერთ საათში 1000 დოლარს გავცემთ მანამ, სანამ 1 მილიონი დოლარი არ გამოვა", - წერს რეპერი ინსტაგრამზე.

კომენტარები