ახალი კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე პირბადეებზე: კრიტიკის ძირითადი საგანია, თუ რატომ არაა მოდური

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, შეფასებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეებისკენ მიმართული კრიტიკა უკავშირდება იმას, თუ "რატომ არაა მოდური". ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა.

"ესაა პირბადეები, რომლებიც სამედიცინო და პრევენციული მიზნებისთვისაა განკუთვნილი. აქ ვიზუალური მხარე არის მეორეხარისხოვანი. თუმცა, ვიზუალურადაც მაქსიმალურად მორგებულია იმ რეალობას, რომელიც სჭირდება ასეთი პირბადის შეკერვას", - თქვა კობახიძემ.


ფოტო: ანა ბაციკაძე

აფთიაქებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება, მათი ღირებულება კი 50 თეთრია. ასევ დაწესებულია შეზღუდვა, ერთ პირს მხოლოდ 3 პირბადის შეძენის შაშუალება აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ქართული წარმოების პირბადეები "სავსებით მისაღებია" და შესაძლებელია მათი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის მრავალჯდერადად გამოყენება, მათი გარეცხვა და გაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით ერთჯერადად უნდა გამოვიყენოთ.

ამირან გამყრელიძის, განმარტებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება და "შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები" გაიარა.

ამის პარალელურად, სოციალურ ქსელებში მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან ქართული წარმოების პირბადეების ხარისხით.

 

კომენტარები