მოსკოვში 8 მართლმადიდებელ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მოსკოვის საპატრიარქოს 8 მღვდელს Covid-19 დაუდასტურდა, ხოლო კიდევ სამი სასულიერო პირი დაკვირვების ქვეშაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფი ავრცელებს. 

წინა დღეებში რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ახალი კორონავირუსი 5 სასულიერო პირს დაუდასტურდა.

"იმ ეკლესიებს მრევლს, რომლებშიც დაინფიცირებული მღვდლები მსახურობდნენ, მოვუწოდებთ გამოიჩინონ სათანადო ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში," - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

წინა დღეებში კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა და მრველს მოუწოდა თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან. 

გუშინ, 9 აპრილს, საპატრიარქო ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც მრევლს მოუწოდებდნენ, არ მივიდნენ სააღდგომო წირვაზე და სახლიდან ილოცონ. 

კომენტარები