ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია დაახლოებით 3 შემთხვევაში

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, საქართველოში COVID 19-ის დაახლოებით 3 შემთხვევაა აღრიცხული, როდესაც ვირუსული ინფექციის პირველწყარო არაა ცნობილი. ხოლო, დანაჩენი ყველა გადაცემა იმნაძის განმარტებით დადგენილია.

"საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის ვიყენებთ სეკვენსირებასაც, რომ დავაკავშიროთ. შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში", - თქვა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

10 აპრილის შუადღის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი.

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა მოქმედებს. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი იყო - მარნეული და ბოლნისი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები