ოჯახში ძალადობა

შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც გერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

Shutterstock

შსს-ის ინფორმაციით, რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული კ.ო.დააკავეს. ის ნიგერიის მოქალაქეა.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, თავის საცხოვრებელ ბინაში,
არასრულწლოვან გერს - 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები