პენიტენციური დაწესებულება

კორონავირუსი - პატიმრებს კვირაში 30 წუთით ტელეფონზე უფასო საუბრის უფლება ექნებათ

0 კომენტარი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, თქმით, ერთი კვირის განმავლობაში პატიმრებს ტელეფონით საუბრის 30 უფასო წუთი ექნებათ. წულუკიანის განმარტებით, გადაწყვეტილება პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირებაა.

"ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია. მინდა, საქართველოში მათ ხელმძღვანელს, მის მთელ გუნდს მადლობა ვუთხრა, რადგან ისინი დამატებით 15 წუთს დააფინანსებენ. შესაბამისად, 1 კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. სხვა გამოსავალი, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე, არც გვქონდა", - თქვა წულუკიანმა ბრიფინგზე. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები