საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 10 აპრილის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.38 თეთრით, ხოლო ევროსთან 1.51 თეთრი თ გამყარდა.
ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.1456 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.4425 ლარი.
ლარი გამყარდა თურქულ ლირასთანაც, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან გაუფასურდა.