კორონავირუსი

Amazon-ს სურს, შექმნას საკუთარი ლაბორატორია, სადაც თანამშრომლებს კორონავირუსის ტესტს ჩაუტარებს

კომპანია Amazon-ს სურს, შექმნას საკუთარი ლაბორატორია, სადაც თანამშრომლებს კორონავირუსის ტესტს ჩაუტარებს.

კომპანიას მიმდინარე წლის დასაწყისში 750,000 თანამშრომელი ჰყავდა, თუმცა, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად გაიზარდა ონლაინ გაყიდვები და მათ დამატებით მუშახელი დაიქირავეს.

პარალელურად, კომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებზე ჩიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ ჰქონდათ საკმარისი დამცავი აღჭურვილობა. ამის შემდეგ კომპანიამ თანამშრომლებისათვის ტემპერატურის შემოწმება და ნიღბების დარიგება დაიწყო.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა სფეროში დასაქმებული თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდი მეცნიერებთან ერთად ამ ინიციატივაზე იმუშავებს და უკვე დაწყებულია საჭირო აღჭურვილობის შეძენა პირველი ლაბორატორიისათვის.

"თუ ყველა ადამიანის, მათ შორის მათიც, ვისაც სიმპტომები არ აქვთ, ტესტირება რეგულარულად მოხდება, ეს უზარმაზარ განსხვავებას მოგვცემს ვირუსთან ბრძოლაში. ისინი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდებათ, კარანტინში გადავლენ და მათზე ვიზრუნებთ. ყველა, ვისაც ვირუსი არ დაუდასტურდება, დაბრუნდება ეკონომიკაში მეტი თავდაჯერებულობით." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები