კორონავირუსი

მსოფლიოში COVID-19-ით 100 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 372 253

მსოფლიოში კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ჯამში, COVID-19-ით გარდაცვლილია 101 483 ადამიანი. 

კორონავირუსით ყველაზე მეტი, 18 849 ადამიანი იტალიაშია გარდაცვლილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსით 18 009 ადამიანი დაიღუპა. 

ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 675 005 შემთხვევაა დადასტურებული, აღრიცხულია გამოჯანმრთელების 372 253 ფაქტი. ყველაზე მეტი, 488 980 ინფიცირების შემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი.

კომენტარები