ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რადიო თავისუფლება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალგაზრდა მამაკაცი საფრანგეთიდან იყო ჩამოსული. კლინიკას ის ხვალ დილით დატოვებს.

ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.

კომენტარები