Coda წერილი

CODA წერილი: COVID-19 აფხაზეთში, სააღდგომო დილემა და იტალიის ანტივირუსული აპლიკაცია

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე. 

ავტორი: სოფიკო ვასაძე 

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,600,000 გასცდა, დაღუპულთა 102.000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოში 233 დადასტურებული შემთხვევაა, 3 გარდაცვლილი. 

საქართველო პიკს ელოდება. ოფიციალური მონაცემებით აპრილის ბოლოს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-6-ჯერ გაიზრდება. 

ასევე ველოდებით, მთავრობის გადაწყვეტილებას, გაამკაცრებს თუ არა ზომებს დამატებით სააღდგომოდ. 

რადგან პიკის სტატისტიკა ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, დავრჩებით თუ არა სახლში დღესასწაულზე. 

ეს დილემა მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას. ევროპაში: 

  • რომის პაპი სააღდგომო წირვას წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღავლენს იტალიის ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს დარჩეს სახლში აღდგომას; ლომბარდიის ქალაქების ცენტრალურ გზებზე დამატებით საგუშაგოები განთავსდა, რომ მოძრაობა განსაკუთრებით გააკონტროლონ.
  • გერმანიაში კანცლერმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აღდგომის დღეებში, ნებისმიერი სახის მოგზაურობა, თუნდაც მოკლე მანძილებზე სასტიკად აკრძალულია". 
  • საფრანგეთში დამატებით, ათასობით პოლიციელი იგზავნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. საგუშაგო პუნქტები იქნება ყველა მთავარ გზასა და მაგისტრალზე ქალაქის შესასვლელებში. ”ვირუსი არ არის შვებულებაში,” - თქვა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპემ. მსგავსი სიტუაციაა ესპანეთშიც
  • ლიტვაში დიდი ქალაქები სააღდგომოდ სრულად ჩაიკეტება. 

დანარჩენ მსოფლიოში:

  • შეერთებულ შტატებში ეკლესიები სთავაზობს მრევლს წირვის სხვადასხვა ვარიანტებს, ძირითადად, ტელევიზორებში, სმარტფონებსა და კომპიუტერებზე ადევნონ თვალი. 
  • ახალ ზელანდიაში, პოლიცია აფრთხილებს ხალხს, რომ დაკავების დიდი ალბათობა იქნება და დარჩნენ სახლში. 
  • რუსეთში, აღდგომას ტაძარში შეკრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რეგიონალურად მიიღებენ. მაგალითად, ნოვოსიბირსში უკვე ვიცით, რომ გუბერნატორმა ხალხს ნება დართო, რაშიც მიტროპოლიტმაც მხარი დაუჭირა.

COVID-19 ოკუპირებულ აფხაზეთში. 

ინფორმაციული ვაკუუმიდან გამომდინარე, რთულია რეალური სურათის დანახვა რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

COVID19-ის საინფორმაციო რუკებზე, არცერთ ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში არ არსებობს ინფორმაცია. სოხუმშიც, მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოებიდან იგებენ სიახლეებს.

რა ვიცით: 

  • დღეიდან, აფხაზეთში, დე ფატქო პრეზიდენტის ვალერი ბგანბას ბრძანებით საგანგენო რეჟიმი მოქმედებს.
  • აფხაზეთში საგანგებოდ შექმნილი ჯანდაცვის შტაბის, ოფიციალური მონაცემებით, ჯერ მხოლოდ 2 პაციენტს აქვს დადასტურებული შემთხვევა, ორივეს გაგრაში, სადაც უკვე მოქმედებს კომენდანტის საათი. 
  • თუმცა, მანამდე 30 მარტს ზუგდიდის ინფექციუმა საავადმყოფომ, გალიდან ჩამოსული 50 წლის ქალი მიიღო, რომელიც წინა დღეს, რუსეთიდან დაბრუნდა აფხაზეთში.
  • სავადმყოფოებში სიტუაცია რთულია, აფხაზეთი ეპიდემიისთვის მზარ არ არის. ჩვენი წყაროების თქმით, ექიმთა უმრავლესობა 65 წელს გადაცილებულია.  რუსეთმა აფხაზეთს, ექიმებისთვის მხოლოდ 500 დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა მიაწოდა.
  • სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდზე, თავდაცვის სამინისტროს საველე კარავი დგას. სადაც ექიმები თერმოსკრინინგს უტარებენ ყველას, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას დააპირებს, ან პირიქით, აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოვა.
  • 14 მარტს, სოხუმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა ჩაკეტა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

მე დავუკავშირდი რამდენიმე ადამიანს სოხუმში. დღევანდელ წერილში გთავაზობთ, ერთ-ერთის მონათხრობს. 

ის 30 წლის ქალია, რომელსაც ორი შვილის ჰყავს, ცხოვრობს სოხუმში და აქვს ყვავილების მცირე ბიზნესი. (სახელს მისი თხოვნით არ ვწერთ) 

ჩვენი საუბრის დასაწყისში მითხრა, რომ იმაზე ფიქრიც კი შიშის ზარს სცემს, როცა წარმოიდგენს, რომ შეიძლება სოხუში ისეთივე გავრცელება ჰპოვოს ვირუსმა, როგორც ეს მაგალითად იტალიაში მოხდაო.

”ყველამ იცის, რომ თუ აქ “ჯაჭვი” შეიკვრება ჩვენ ვერავინ ვერ დაგვეხმარება. ჯანდაცვის სისტემა თითქმის არ გაგვაჩნია, შიში მიპყრობს, როცა ვფიქრობ რა მოხდება თუ ეპიდემია აქაც გავრცელდება. 

პირველი 10 დღე ყველა სახლში იჯდა სოხუმში, ან ვისაც შესაძლებლობა ქონდა სოფლებში წავიდა. მაგრამ ორი კვირის შემდეგ, ხალხმა გარეთ დაიწყო გამოსვლა, მაღაზიები გაიხსნა, მუშაობა დაიწყეს ისევ, ბავშვებთან ერთად პარკებში სეირნობა. თითქოს დროებით ყველაფერი დაბრუნდა”.

25 მარტს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ხალხს, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. დაიხურა ყველაფერი, მხოლოდ მაღაზიები და აფთიაქები მუშაობდნენ. 

 

“რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთეს, რომ ორი შემთხვევა დაფიქსირდა და მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს. 

ისევ აგვიკრძალეს სეირნობა პარკებსა და სანაპროზე. ამბობენ, რომ ჯარიმებიც იქნება სეირნობაზე. მაგრამ ხალხს ვირუსთან ერთად სიღატაკის ეშინია... ჩემი ყვავილების მაღაზიაც აღარ იარსებებს ალბათ, თუ ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელედა” 

ახალ ამბებს ჩვენ ყველა Sputnik-akhazia-დან ვიღებთ, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მთავრობა, ალბათ იმას აქვეყნებენ რაც რუსეთის მთავრობას აწყობს, მაგრამ სპუტნიკი მაქვს გამოწერილი და რასაც ისინი აქვყენებენ იქიდან ვიგებ მეც ამბებს, სხვა ნორმალური საააგენტო ჩვენთან არ არის.”

ჩვენი საუბრისას მივხვდი, რომ ინფორმაციის დეფიციტი არა მხოლოდ ჩვენ გვაქვს აფხაზეთზე, არამედ, თავადაც ცოტა რამ იციან. 

“როგორც ამბობენ მხოლოდ 2 დაინფიცირებული გვყავს, მაგრამ როგორ საზღვრავენ ამას? რა რესურსი გვაქვს? საერთოდ ტესტები გვაქვს? 

ამბობენ, რომ თითქოს რუსებმა მოგვცეს კონკრეტული რაოდენობა ტესტების, მაგრამ ხალხი სოციალურ ქსელში წერს რომ ჩვენ რეალურად რესურსი არ გაგვაჩნია რითაც მივხვდებით ადამიანის COVID19-ით არის დაინფიცირებული თუ არა… ისიც კი წავიკითხე, რომ იმ ორ ადამიანზეც, არ იციან აქვთ თუ არა კორონავირუსს”

ჩვენ გავაგრძელებთ ისტორიების შეგროვებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თუ იდეა ან კითხვა გაქვთ, დამიკავშირდით: [email protected]

ამ დროს იტალიაში იკვლევენ რამდენად შეუძლიათ ტექნოლოგიებსდაეხმაროს ვირუსს გავრცელების პრევენციაში. 

Coda Story-თვის დაწერილ სტატიაში, სესიალია ბუტინი ამბობს, რომ იტალიაში დიდი განხილვის საგანი ხდება აპლიკაციით კორონავიურისის დაინფიცირებული ადამიანების თვალისდევნება, რადგან, საუბარია ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვაზე. 

მსგავსი აპლიკაცია, რომ შესაძლოა საქართველოშიც ამუშავდეს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა 2 აპრილს განაცხადა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ტესტირების რეჟიმში არიან და  ცდილობენ გაიგონ რამდენად იმუშავებს ქართულ რეალობაში. 

სანამ ჩვენ ქვეყანაში დაინერგება მსგავსი მეთოდი, ვნახოთ რა ხდება სხვა ქვეყანაში. 

იტალიაში, აპლიკაციის ასამოქმედებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელშიც 70-ზე მეტი მეცნიერი და ტექნოლოგიის ექსპერტია,  არ არის არცერთი კიბერუსაფრთოების სპეციალისტი. 

თუმცა იტალიაში, ასევე საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ იმდენად დიდია მასშტაბი ინფიცირებულების, რომ დროებით უნდა დაივიწყონ პერსონალურ მონაცმეთა დაცვა. 

“უარის თქმა ძალიან ეფექტურ საშუალებაზე, ვირუსთან ბრძოლის, იმის გამო რომ დავიცვათ პირადი მონაცემები არის შემაშფოთებელი” - დაწერა ტვიტერზე, იტალიის ერთ-ერთმა წამყვანმა იმუნოლოგმა, რობერტო ბურიონიმ. 

ევროკომისიამ ოთხშაბათს, გამოსცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე წესები, სანამ დანერგავენ მის მუშაობას. 

თუმცა, იტალიის ინოვაციების სამინისტროს, თქმით მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დაექვემდებარება, დროებით კანონს და ამ დროისთვის გამოყენებული ნებისმიერ ინფორმაცია, გამოყენებული იქნება მხოლოდ პანდემიის პირობებში. 

ჯერ არ არის ცნობილი, ვინ შედის სამუშაო ჯგუფში საქართველოში, ან როდის ჩაეშვება აპლიკაცია, ჩვენს მომდევნო წერილებში შევეცდებით უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საკითზე. 

კომენტარები