ირანში "დაბალი რისკის შემცველი" ბიზნესები მუშაობას აგრძელებენ

New York Post

11 აპრილიდან ირანის უმეტეს ნაწილში "დაბალი რისკის შემცველი" ბიზნესები, მაღაზიები, ქარხნები, მუშაობას აგრძელებენ. 

"შეზღუდვების შემსუბუქება არ ნიშნავს ჯანმრთელობის პროტოკოლების იგნორირებას... ადამიანებმა სოციალური დისტანციის და ჯანმრთელობის სხვა პროტოკოლს პატივი უნდა სცენ," - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ.

ოფიციალური პირების დიდი ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა. 

ქვეყანაში არ გახსნილა "მაღალი რისკის მქონე" ბიზნესები -თეატრები, საცურაო აუზები, საუნები, სილამაზის სალონები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები.

ირანში კულტურული, რელიგიური შეკრებები და სპორტული ღონისძიებები კვლავ აკრძალულია. 

ირანელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ბევრი ირანელი სახლში დარჩენის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს და შიშობენ, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იქნება. 

ირანის ჯანდაცვის მინისტრის, საედ ნამაკის თქმით, თუ ხალხი ზომებს არ გაითვალისწინებს, ირანი დაავადების გავრცელების რთული ფაზის წინაშე დადგებოდა.

ირანის სიახლეების სააგენტოების ინფორმაციით, ავტობუსებში ხალხმრავლობაა. ირანის ოფიციალური პირების თქმით, კორონავირუსის გავრცელების 20% სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მოდიოდა.

პარალელურად ირანი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ფონზე აშშ-ის მიერ ირანზე სანქციების მოხსნის იდეას მხარი დაუჭირონ. აშშ ირანს ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან სთავაზობს დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციები არ ეხება საკვების, წამლების, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა ჰუმანიტარული დახმარების იმპორტს. "ირანული დოკუმენტები მოწმობს, რომ მათ ჯანდაცვის კომპანიებს შეუძლიათ ვირუსის ტესტების იმპორტი აშშ-ს სანქციები დაბრკოლების გარეშე," - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

ახლო აღმოსავლეთში ირანში ახალი კორონავირუსის ყველაზე ფართოდ გავრცელდა. ირანის ოფიციალური მონაცემებით, ირანში ახალი ვირუსის 70 029 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 4 357 პირი, გამოჯანმრთელებულია 41 947.

კომენტარები