კორონავირუსი საქართველოში

ზუგდიდში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი, 67 წლის კაცი გამოჯანმრთელდა

რადიო თავისუფლება

ზუგდიდში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი, 67 წლის კაცი გამოაჯანმრთელდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, 67 წლის კაცი, რომელიც ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა, პირველი პაციენტი იყო, რომელსაც რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსი 1 ადამიანს, შუახნის ქალს უდასტურდება - ის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა ბოლნისის, მარნეულის და ლენტეხის რაიონები.

კომენტარები