რუსეთი

მოსკოვის მთავრობის წევრი: კრემატორიუმები დატვირთვას გაუძლებს, დიდი შესაძლებლობები გვაქვს

მოსკოვის მთავრობის წარმომადგენლის, ალექსეი ნემერიუკის თქმით, მოსკოვის კრემატორიუმები დატვირთვას გაუმკლავდება.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ნემერიუკისვე თქმით, კრემატორიუმების რეგიონებში მოწყობა საჭირო არ არის, ვინაიდან გარდაცვლილთა ნაკადი დიდი არ არის და სიმშვიდეა. "ჩვენ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, კითხვის ნიშნები არ არსებობს".

მანამდე რუსული მედია ავრცელებდა ცნობებს, რომ ტულას და ნიჟეგოროდების კრემატორიუმები მიიღებდნენ კორონავირუსით მოსკოვში გარდაცვლილთა ცხედრებს.

ბოლო ოფიციალური ცნობებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით 13 584 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან მოსკოვში - 8852-ს. დაიღუპა 106 მათგანი. გამოჯანმრთელდა 1000-ზე მეტი.

კომენტარები