ახალი კორონავირუსი

რიანა და ტვიტერის CEO პანდემიისას ძალადობის მსხვერპლებს $4.2 მილიონით დაეხმარებიან

0 კომენტარი
რიანა და ჯეკ დორსი

რიანა და ტვიტერის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი, ერთობლივად, 4.2 მილიონ დოლარს გადარიცხავენ ლოს-ანჯელესის მერიის ფონდში.

Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, თითოეული 2.1 მილიონ დოლარს გაიღებს და ისინი იმ ზრდასრულებსა და ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. ასევე, გადარიცხული თანხა მათაც მოხმარდებათ, ვინც თავშესაფრისა და საკვების გარეშე არის დარჩენილი.

გაღებული 4.2 მილიონი დოლარი 10 კვირაზე არის გაწერილი.

"თანხა 10 კვირის განმავლობაში დაიხარჯება თავშესაფრებზე, სადილებსა და იმ ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე, რომლებიც ამ პირობებში ძალადობის მსხვერპლები გახდნენ", - თქვეს რიანას წარმომადგენლებმა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ზიანის შესამცირებლად რიანასა და ჯეკ დორსს თანხა აქამდეც აქვთ გამოყოფილი. მომღერალმა ცოტა ხნის 5 მილიონი დოლარი გაიღო, ტვიტერის დამფუძნებელმა კი 1 მილიარდი დოლარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები