კორონავირუსი იტალიაში

იტალიის პრემიერი: წლევანდელი აღდგომა განსხვავებულია, მაგრამ მალე დავუბრუნდებით ჩვეულ ყოფას

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, Facebook-ით ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

ჯუზეპე კონტე ამბობს, რომ წლევანდელი აღდგომის დღესასწაული განსხვავებულია, განსხვავებული იქნება მომავალი დღეებიც, თუმცა, პრემიერის თქმით, ერთიანი ძალით ჩვეული ყოფა მალე დაბრუნდება.

"ჩვენ გვენატრება ნათესავების ღიმილი, მეგობრების ჩახუტება, ჩვენი ქვეყნის ლამაზი ტრადიციები, ეკლესიაში, სკვერებში, ბარებში მისალმება. მსხვერპლს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ამ მნიშვნელოვან კვირა დღეს გაიღებს, არის იმის ერთგულება, რაც ნამდვილად ღირებულია. ჩვენ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან", - წერს იტალიის პრემიერმინისტრი.

იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 152 271 ადამიანი, აქედან 19 468 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 32 534, ხოლო 4 000-მდე პირისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

კომენტარები