ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ - 67

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

12 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ისგან ჯამში 67 პირი განიკურნა. ვირუსული ინფექცია 252 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 გარდაიცვალა.

საკარანტინო რეჟიმში 4 925 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 401.

კომენტარები