თბილისის ანძა გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად მისი დროშის ფერებში განათდა

თბილისის მერია

კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! - მერიის ცნობით, ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.

12 აპრილის მდგომარეობით, დიდ ბრიტანეთში ახალი კოროანვირუსით 84 279 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც. ინფიცირებულთაგან 10 500-ზე მეტი დაიღუპა.

კომენტარები