კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ერთის გამოჯანმრთელებას ველით

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტია მოთავსებული. აქედან 7 არასრულწლოვანია. 

მისივე თქმით, არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ ფასდება კრიტიკულად, თუმცა, 4 მათგანის საყურადღებოა. მათში არასრულწლოვნები არ შედიან. 

"ველოდებით ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას. ერთი უარყოფითი პასუხი მივიღეთ. არასრულწლოვანია"- თქვა სოლოღაშვილმა და აღნიშნა, რომ 18 ადამიანი ჩაერთვება კვლევაში. 

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ეკიპირებას, სოლოღაშვილი ამბობს, რომ მარაგი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ განახლდა და ამ ეტაპზე პრობლემა არ არის. 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 266-მდე გაიზარდა. დილის მონაცემებით, ინფიცირებულების რიცხვს 9 ადამიანი დაემატა. აქიდან 67 არის გამოჯანმრთელებული, 3 კი  - გარდაცვლილი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და თითქმის საყოველთან კარანტინია გამოცხადებული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი.

ბოლნისში, მარნეულში, ლენტეხში და ქობულეთის 4 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული.

კომენტარები