ცნობილი ადამიანები

ტომ ბრედი: ჟიზელ ბუნდჰენი ჩემთან ქორწინებით უკმაყოფილო იყო

Getty Images

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა, ტომ ბრედიმ, ბრაზილიელ სუპერმოდელთან, ჟიზელ ბუნდჰენთან, 11-წლიან ქორწინებაში ყოფნაზე და ამ დროის განმავლობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, წყვილს ორი წლის წინ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რაც საბოლოოდ საერთო თერაპიით დასრულდა.

"ის ვერ გრძნობდა, რომ მე ოჯახის საქმეებს ვიზიარებდი. მას ეგონა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ფეხბურთის თამაში მინდოდა, თვითონ კი სახლის საქმეებისთვის უნდა მიეხედა და როდესაც სეზონი დასრულდებოდა, მე გამოვჩნდებოდი.

ის იჯდა და მეუბნებოდა - "როდის დაკავდები სახლის საქმეებით? როდის წაიყვან ბავშვებს სკოლაში?" მე საკუთარი თავისთვის კითხვები უნდა დამესვა, რადგან ის მეუბნებოდა, რომ ოცნებები და მიზნები მასაც ჰქონდა", - თქვა ტომ ბრედიმ.

სპორტსმენმა ინტერვიუში გაიხსენა, რა უძღვოდა თერაპიაზე სიარულის გადაწყვეტილებას წინ.

"მან წერილი დამიწერა. ეს საკმაოდ მკაცრი წერილი იყო და მე მას კვლავ ვინახავ. ვკითხულობ ხოლმე წერილს, რომელიც ძალიან გულწრფელად დაწერა და სადაც მახსენებს, თუ სად არის ჩემი ადგილი ამ ქორწინებაში.

ეს ყველაფერი ასევე კარგად მახსენებს, რომ ის, რაც 10 წლის წინ მუშაობდა ჩვენთვის, დღეს ვეღარ იმუშავებს, რადგან ჩვენ სხადასხვა მიმართულებით ვიზრდებით", - თქვა ტომ ბრედიმ.

ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი ერთმანეთს 2006 წლიდან ხვდებიან. ისინი 2009 წლის, 27 თებერვალს კალიფორნიაში დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ყავს - 10 წლის ბენჟამინი და 7 წლის ვივიენ ლეიკი.

კომენტარები