ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთავი 2

ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქალაქო სასამართლოში განაჩენი რამდენი წუთის წინ გამოაცხადეს. 

ბრალდების ერთ - ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის - ნაწილში  მოსამართლემ ოქრუაშვილი გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. 

ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. 

ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ოქრუაშვილი ვინმეს ფიზიკურად შეეხო, ან ვინმემ მისი მოწოდებით იძალადა სხვაზე. 

"რაც მთელ საქართველოს აქვს კადრები ნანახი, იგივე გაიმეორა რამდენიმე პოლიციელმა, რომ ხალხის მასა რომ აწვებოდა, მათ შორის იყო ოქრუაშვილიც. მე თვლი, რომ აქ კანონი არაფერ შუაში იყო, არც მისი დაკავების დროს და არც განაჩენის გამოტანის დროს", - ამბობს ადვოკატი.

ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს და საქალაქოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაზიანდა 38 ჟურნალისტი. არაერთ მოქალაქეს  რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

20 ივნისის საქმეზე ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს ნიკა მელიას აქვს წარდგენილი ბრალი. 

კომენტარები