თბილისის მერია

თბილისის მერია 100 სკამის 43 000 ლარად შესყიდვას აპირებს

0 კომენტარი

თბილისის მერია 100 საპარკე სკამის 43 000 ლარად შეძენას აპირებს. თვითმართველობის ორგანომ ავეჯის შესასყიდად ტენდერი 7 აპრილს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება. ხელშეკრულების დადებისთანავე კი, მიმწოდებელმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს სკამების მონტაჟი სასურველ მისამართებზე.

დოკუმენტში არ წერია, ქალაქის რა ნაწილისთვის აპირებს თბილისის მერია საპარაკე სკამების შესყიდვას, მაგრამ პრესსამსახურის ინფორმაციით ეს, სავარაუდოდ ჭავჭავაძის გამზირისთვის ხდება.

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირისთვის სკამების შესასყიდად ტენდერი მარტშიც გამოაცხადა, რომლის მიხედვით 155 საპარკე სკამის შეძენის სავარაუდო ღირებულად 1,311,870 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. თუმცა, ტენდერი წინადადებების მიღების დაწყებამდე შეწყვეტილად გამოცხადდა და ამის მიზეზად "ქვეყანაში შექმნილი ვითარება" დასახელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები