საგარეო ვაჭრობა

იანვარ-მარტში ექსპორტი 5.9%-ით შემცირდა, იმპორტი - 1.4%-ით

Getty Images

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტზე გასული საქონლის ღირებულებამ 778.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალგიურ პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით ნაკლებია.

შემცირდა იმპორტიც - 2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში შემოსული საქონლის ღირებულება 1 995.8 მილიონი დოლარი იყო, რაც 1.4%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

ვაჭრობის დეფიციტმა იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვის 43.9% შეადგინა.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია, საქსტატი დეტალურ ინფორმაციას 21 აპრილს გამოაქვეყნებს.

კომენტარები