პედრო ალმოდოვარი

"საღამოს მთავარი ნაწილი ბანდერასის შევიწროება იყო" - პედრო ალმოდოვარი მადონას წვეულებაზე

indiewire.com

ესპანელმა ოსკაროსანმა რეჟისორმა, პედრო ალმოდოვარმა, თვითიზოლაციიდან ესსე დაწერა, სადაც მადონასთან უსიამოვნო შეხვედრაც გაიხსენა.

პედრო ალმოდოვარი წერს, რომ ის მადონას პირველად Dick Tracy-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდა, როდესაც მომღერალმა მას დაურეკა და სთხოვა, იქ მისულიყო. აქედან 1 წელიწადში კი, მადონა თავის 1990-ის წლის Blond Ambition-ის ტურნეში იმყოფებოდა და რეჟისორი მადრიდში ნახა.

ალმოდოვარის თქმით, მომღერალს წვეულების გამართვა და ანტონიო ბანდერასის ნახვა სურდა.

"მე ორგანიზება გავუწიე დიდ წვეულებას მისთვის. თუმცა, ჩემ მიღმა, მას მხოლოდ ერთ სტუმართან შეხვედრა სურდა - ანტონიო ბანდერასთან. მე შევპირდი მას, რომ ანტონიო იქ იქნებოდა, თუმცა ის აღარ მითქვამს, რომ მსახიობს ცოლის, ანა ლეცას გარეშე ვერ დავპატიჟებდი.

სტუმრები მაგიდებზე მადონამ გადაანაწილა (რამდენიმე მრგვალი მაგიდა იყო მისი მეგობრებისა და მოცეკვავეებისთვის). ის მთავარ მაგიდაზე იჯდა, მარჯვნივ მე ვიჯექი, მარცხნივ კი ანტონიო. ანა ლეცა კი, მაგიდიდან ყველაზე შორს გადაისროლა", - წერს რეჟისორი.

ალმოდოვარი იხსენებს, რომ იმ დროისთვის ანტონიო ბანდერასი ინგლისურად ვერ საუბრობდა, ამიტომ მადონას შეკითხვებისა და საუბრის მისთვის თარგმნა იყო საჭირო.

"ანტონიო ბანდერასის შევიწროება ერთერთი ძირითადი ნაწილი იყო იმ საღამოსი. სადილის დასასრულს, ანა ლეცამ გაბედა, რომ ჩვენს მაგიდას მოახლოებოდა და მადონას სარკასტულად უთხრა - "ვხედავ, ჩემი ქმარი მოგწონს, ეს არ მაოცებს, ყველა ქალს მოწონს ის, თუმცა ეს არ მადარდებს, რადგან მე თანამედროვე ადამიანი ვარ". ამაზე მადონამ მას ერთი სიტყვა - "თავიდან მომწყდი" - უპასუხა" - წერს რეჟისორი.

ალმოდოვარის ინფორმაციით, მადონამ საკუთარ ფილმში "Madonna: Truth or Dare"-ში ამ საღამოს ამსახველი კადრები ისე გამოიყენა, რომ მათთვის ნებართვა არ უკითხავს.

"მადონა სულელებივით მოგვექცა და ეს უნდა მეთქვა. მას არ უკითხავს ნებართვა ჩვენი ფოტოების გამოყენებაზე და ასევე, დამცინა, რადგან ჩემი ინგლისური არ იყო კარგი.

დავუბრუნდები ისტორიას: ერთ მომენტში მადონამ მთხოვა, რომ ანტონიოსთვის მეკითხა, თუ მოსწონდა ქალებისთვის დარტყმა (ვფიცავ, ყველაფერი ასე იყო). მე მას ვუთარგმნე. ანტონიოს არაფერი უთქვამს, მან ჩაიბუტბუტა: "მე ესპანელი ჯენტლმენი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რასაც ქალი მთხოვს". თუმცა, მადონას მეტი სურდა, მთხოვა, მეკითხა თუ მოსწონდა, როდესაც ქალები ურტყამდნენ მას. ანტონიოს პასუხად იგივე მოძრაობა ჰქონდა, რაც არას ნიშნავდა", - წერს რეჟისორი.

კომენტარები