იდრის ელბა

იდრის ელბა: არ დანებდეთ

Britannica

მსახიობმა იდრის ელბამ ბრიტანეთის მოსახლეობას მიმართა. BBC-ის ეთერში მან ჯონ გრინლიფ უიტიერის პოემა Don’t Quit წაიკითხა.

ელბას ხმა ვიდეოს გასდევს, რომელიც ექიმებისა და რიგითი ბრიტანელების კორონავირუსთან ბრძოლას ეხმიანება. 

იდრის ელბა ერთერთი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

13 აპრილის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 84,279 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 1,918 და გარდაიცვალა 10,612 ადამიანი.

კომენტარები