Disney

Disney რობინ ჰუდის რიმეიქს გადაიღებს

Variety

კინოსტუდია Disney კიდევ ერთი კლასიკური ანიმაციის - რობინ ჰუდის მხატვრულ ვერსიას გადაიღებს. 

ფილმი სტრიმინგ სერვისზე Disney+ გამოვა. სცენარზე კარლ გრანლუნდი იმუშავებს, რეჟისორის სკამს კარლოს ესტრადა დაიკავებს.

ორიგინალი ანიმაცია 1973 წელს გამოვიდა. რიმეიქში დარჩება მუსიკალური ნომრები, მთავარი გმირები კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით გაცოცხლებული ცხოველები იქნებიან. 

ფილმის იდეა ჯერ კიდევ კორონავირუსის ეპიდემიამდე გაჩნდა, გადაღებების დაწყების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები