ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა

0 კომენტარი
ფოტო: Fox News

ლოს-ანჯელესის პროკურატურამ ბიზნესმენისა და კინოპროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა. 

ინციდენტი 2010 წელს, ბევერლი-ჰილსის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მსხვერპლი, რომლის სახელი არ ხმაურდება, ამბობს, რომ ვაინშტაინი ნების წინააღმდეგ აკავებდა და სექსუალურად ავიწროებდა. დაზარალებულმა პროკურატურაში სარჩელი 2019 წლის ოქტომბერში შეიტანა.

მიმდინარე წლის მარტში ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ სცნო და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები