კარანტინის ფონზე გაზრდილი მოთხოვნის გამო Amazon დამატებით 75 ათას მოქალაქეს დაასაქმებს

Amazon

საყოველთაო კარანტინისა და სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, Amazon-ზე შეკვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზრდილი მოთხოვნის დასაბალანსებლად დამატებით 75 ათას მოქალაქეს დაასაქმებენ.

საუბარია როგორც კომპანიის კუთვნილი საწყობების, ისე მიტანის სერვისის თანამშრომლებზე. 

აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდის ფონზე, Amazon-ი ასევე ზრდის დასაქმებულთა მინიმალურ ხელფასს და საათში 15 დოლარის ნაცვლად, ანაზღაურება საათში 17 დოლარი იქნება. 

კომპანიაში განაცხადეს, რომ აქამდე არსებული 100 ათასი ვაკანსია უკვე შეივსო და ახალი 75 ათასი თანამშრომლის დასაქმება ამაში არ შედის. დასაქმებულთა ზრდის პარალელურად იზრდება კომპანიის სახელფასო ხარჯებიც. 

წლის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდაზე წელს 350 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა, თუმცა, ამ დროისთვის რიცხვი 500 მილიონს აღემატება. როგორც წესი, Amazon-ის თანამშრომელთა რაოდენობა სეზონურად იცვლება. 

კომენტარები