ცნობილი ადამიანები

“სამყაროს გადარჩენას ვცდილობ, პრეზიდენტისგან განსხვავებით” - რიანას პასუხი ფანებს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

რამდენიმე დღის წინ რიანამ ფანების შეკითხვებს Instagram-ზე ლაივში უპასუხა.

ზოგიერთი შეკითხვა მომღერლის ახალი, მეცხრე ალბომის გამოსვლის თარიღს ეხებოდა, რასაც რიანამ შემდეგი პასუხი გასცა:

"მაინტერესებს, თუ კიდევ მკითხავს რომელიმე დედამო****ლი  ალბომის შესახებ მაშინ, როდესაც სამყაროს გადარჩენას ვცდილობ, თქვენი პრეზიდენტისგან განსხვავებით...".

რიანამ ამ დრომდე ახალი კორონავირუსის პანდემიის ზიანის შესამცირებლად 7.1 მილიონი დოლარი გაიღო.

ბარბადოსელმა ვარსკვლავმა თავდაპირველად 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა ამერიკის, აფრიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ორგანიზაციებს. ამის შემდეგ კი, ტვიტერის დამფუძნებელთან ერთად, პანდემიისას ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად 2.1 მილიონი გაიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები