ეკონომიკა

გახარია: დონორებისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 1,5 მილიარდ დოლარს მივიღებთ

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა. გახარიას თქმით, პირველადი შეთანხმება დონორებთან უკვე მიღწეულია და წლის ბოლომდე ეკონომიკის მხარდასაჭერად ქვეყანა 1,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. 

"პირველადი მოლაპარაკების შედეგადად დონორებისგან ინექციის სახით 1,5 მილიარდი დოლარს მივიღებთ. ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც დონორ ორგანიზაციებთან პირველადი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს ინექციები სახელმწიფო მიმართულებით განხორციელდება, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარება.", — განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერმინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის გაგრძელებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ გზით ეკონომიკაში 447 მილიონი დოლარი შემოვა. ეს თანხა შედის გახარიას მიერ დასახელებულ 1,5 მილიარდში. 

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ეს არის შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია", — ამბობს გახარია და მადლობას უხდის დონორ ორგანიზაციებს.

კომენტარები