აშშ-ჩინეთი

აშშ: ჩინელმა მაღალჩინოსნებმა ჩინეთში აფრიკელებისადმი სამარცხვინო ქსენოფობია უნდა შეაჩერონ

მორგან ორტაგუსი
VOA

ჩინეთში ქალაქ კუანჭოუში გასულ დღეებში შავკანიანი ადამიანების შევიწროებაზე გავრცელებულ ინფორმაციას აშშ გამოეხმაურა.

"სამარცხვინო ქსენოფობია კუანჭოუდან. ჩინელმა მაღალჩინოსნებმა უნდა შეაჩერონ აფრიკელთა შევიწროება, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობენ და სწავლობენ. ქმედებები სიტყვებზე მეტს ამბობს." - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორტაგუსი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აფრიკის საქმეების ბიუროს მდივნის თანაშემწე ტიბორ ნაგი მომხდარს შემაძრწუნებელს უწოდებს - "შევიწროებას და ქსენოფობიას გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში ადგილი არ აქვს".

მან ჩინეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ჩინეთში აფრიკელებზე თავდასხმა შეაჩერონ. 

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთში მყოფი აფრიკელი ამერიკელებისთვის და მათთვის, ვისაც აფრიკელებთან ჰქონდა შეხება, გამოსცა გაფრთხილება, რომ კუანჭოუში წასვლისგან თავი შეეკავებინათ:

"სამწუხაროა, მაგრამ არაა გასაკვირი, რომ ჩინელი მაღალჩინოსნების მხრიდან აფრიკელებისადმი ასეთ ქსენოფობიას ვხედავთ".

საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო სამიანისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა ყველა უცხოელს თანაბრად ექცევა.

აფრიკელებისთის ჩინეთში ერთერთი ყველაზე დიდი დასახლება სწორედ კუანჭოუშია, სადაც ისინი ძირითადად ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. კუანჭოუში აფრიკელები აცხადებენ, რომ კვირაზე მეტია, რაც დისკრიმინაციას განიცდიან. 

BBC წერს, რომ გასულ კვირას კუანჭოუში ასობით აფრიკელი სასტუმროებიდან და ბინებიდან კარანტინში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გავრცელდა ჭორები, რომ კორონავირუსი აფრიკელ ადამიანებში ვრცელდებოდა.

მათი თქმით, სამედიცინო პერსონალი კარდაკარ დადის და აფრიკელებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სიმპტომები, მოგზაურობის ისტორია ან დაინფიცირებულ პაციენტთან შეხება, კორონავირუსზე ტესტს უტარებენ და კარანტინში გადაჰყავთ.

ვრცელდება ვიდეოები, სადაც აფრიკელები ქუჩებში, სასტუმროს შესასვლელებში, ხიდების ქვეშ და პოლიციის შენობებთან ატარებენ ღამეს. ერთერთ ვიდეოში კუანჭოუს McDonald-ში ჩანს გაფრთხილება, რითაც შავკანიან ადამიანებს რესტორანში შესვლა ეკრძალებოდათ. McDonalds-მა ეს რესტორანი დროებით დახურა და ბოდიში მოიხადა.

კუანჭოუში ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, 15-მილიონიან ქალაქში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა. ისინი იუესიუს რაონში, ე.წ. პატარა აფრიკაში იმყოფებოდნენ. აქედან 5 ნიგერიელია, ჩინელი მაღალჩინოსნების თქმით, მათ სავალდებულო კარანტინი დაარღვიეს და რამდენიმე რესტორანში და საჯარო სივრცეში იმყოფებოდნენ. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისინი დაახლოებით 2000 ადამიანს ეკონტაქტნენ.

ჩინეთის ინფორმაციით, 9 აპრილს კუანჭოუში 114 ადამიანს ჰქონდა ახალი ვირუსი, აქედან 16 აფრიკელს.

კომენტარები