კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში პოლიციამ აღდგომის დღესასწაულზე წესების დარღვევისთვის 42 000-ზე მეტი პირი დააჯარიმა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, აღდგომის დღესასწაულზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვის, სულ მცირე, 42 000 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ მოქალაქეები შაბათს, კვირასა და ორშაბათს დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მხოლოდ ორშაბათს 16 545 ჯარიმა დაწერეს. 

იტალია ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მკაცრი შეზღუდვები დააწესა კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო.

14 აპრილის მონაცემებით, იტალიაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხმა 162 000-ს გადააჭარბა, აქედან 21 067 პირი გარდაიცვალა, ხოლო 37 130 გამოანმრთელდა.

იტალიაში, ამერიკასა და ესპანეთის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები