მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 მილიონს მიაღწია

The Guardian

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი კორონავურისთ ინფიცირების შემთხვევები 13 დღეში გაორმაგდა. ჯერ კიდევ 2 აპრილს, მსოფლიოში დადასტურებული იყო 1 მილიონი ადამიანის ინფიცირება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი შეადგენდა 51,484-ს.

15 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირება 2,000,243 ადამიანს უდასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 484,748 ადამიანი, გარდაცვლილია - 126,758.

ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 614,246 ადამიანია ინფიცირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 38,820, გარდაიცვალა - 26,064.

კომენტარები