კორონავირუსი საქართველოში

ფოთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი ექიმია

ფოთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა მხეიძის თქმით, ინფიცირებული ექიმია, რომელიც ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება. 

მისი თქმით, ფოთში დღეს დამატებით 6 საეჭვო პაციენტზე ელოდებიან პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან.

"პირველი შემთხვევაა ფოთში. დაუდასტურდა ექიმს, რომელიც არის ქობულეთის კლასტერიდან. პირველ რიგში ვიკვლევთ ოჯახის წევრებს, შემდეგ გავაგრძელებთ კვლევას. პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ველოდებით 6 პაციენტის პასუხს. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევას, მისი ოჯახის წევრებს აეღოთ ანალიზი და მიმდინარეობს დაკვირვება," - თქვა მხეიძემ. 

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

კომენტარები