კორონავირუსი საქართველოში

ნიჟარაძე: ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

იმედი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ე.წ. წობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.  

"ამ 29-ის ირგვლივ არის 410 კონტაქტირებული პირი. მათ შორის 210-ის ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩატარებულია", - თქვა მან. 

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, გუშინ კორონავირუსზე ტესტი 75 ადამიანს გაუკეთეს, აქედან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ე.წ. ქობულეთიის კლასტერს უკავშირდებიან.  

"მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. მშობელთან ერთად, რომელსაც ასევე აქვს დადასტურებული კორონავირუსი, გადაყვანილია ქუთაისის კლინიკაში", - თქვა ნიჟარაძემ. 

მისივე თქმით, კლინიკა "მედალფაში" 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძმეა. ნიჟარაძის ამბობს, რომ ცხელების ცენტრებში 18 "შესაძლო შემთხვევაა", რომელთა პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

ე.წ ქობულეთის კლასტერი 55 წლამდე ბათუმელ ქალს უკავშირდება, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში, ოჯახთან სტუმრად იმყოფებოდა. მან სასწრაფო სამედიცინო დახმარება 4 აპრილს, მუცლის მწვავე ტკივილის გამო გამოიძახა. ქალს კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებია და 5 აპრილს გაწერეს. იმავე საღამოს მან სასწრაფო მეორედ გამოიძახა, მას ტესტი გაუკეთეს და კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19 დაუდასტურდათ მის ოჯახის წევრებსაც. ინფიცირების წყარო უცნობია. 

ე.წ. ქობულეთის კლასტერზე სრულად წაიკითხეთ აქ. 

საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები