გერმანიის ზოოპარკი

გერმანიის ზოოპარკს გადასარჩენად, შესაძლოა, ცხოველების ერთმანეთით გამოკვება დასჭირდეს

0 კომენტარი
neumünster zoo

ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარი ზოოპარკის [Neumünster Zoo] დირექტორის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ზოოპარკის გადასარჩენად, შესაძლოა, მალე ცხოველები ერთმანეთით გამოკვებონ.

ვერენა კასპარიმ ამის შესახებ Die Welt-თან ისაუბრა და თქვა, რომ უკვე არსებობს სია, პირველს რომელ ცხოველებს დახოცავენ.

"ჩვენ შევადგინეთ იმ ცხოველების სია, რომლებსაც პირველ რიგში მოვკლავთ", - თქვა მან.

მისივე თქმით, ცხოველების დახოცვა "უსიამოვნო" პროცესი და გადარჩენის ბოლო შანსია, თუმცა ეს ნაბიჯიც კი ვერ მოაგვარებს შექმნილ ფინანსურ პრობლემებს.

"ყველაზე უარეს შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ცხოველები ერთმანეთს ვაჭამოთ", - თქვა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაგალითად, სელაპებსა და პინგვინებს დღეში დიდი რაოდენობით თევზები ჭირდებათ გამოსაკვებად, რისი საშუალებაც, შესაძლოა, მალე აღარ იყოს.

"თუ ეს ასე მოხდება, ჩვენ ცხოველებს ევთანაზია უნდა გავუკეთოთ, ვიდრე ისინი ვაშიმშილოთ", - თქვა მან.

ვერენა კასპარის განმარტებით, მხოლოდ გაზაფხულზე ზოოპარკის ზარალი დაახლოებით 175,000 ევროს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები