ემანუელ მაკრონი

მაკრონი პუტინს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს გაეროს გლობალური ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას

ემანუელ მაკრონი
AFP

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს გაეროს უშიშროების საბჭოს მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა მსოფლიომ მთელი ყურადღების მობილიზება კორონავირუსთან ბრძოლაზე შეძლოს.

მაკრონმა თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა უკვე დაუდასტურეს, რომ მოწოდებას მხარს დაუჭერენ. მარკონი იმედოვნებს, რომ პუტინი მათ შეუერთდება.

"ამ ინიციატივის წამოწყებისას მას ვესაუბრე. ამის შემდეგ მასთან აღარ მისაუბრია, რათა დაედატურებინა, რომ შეუერთდება სხვა ლიდერებს. ამას მომდევნო საათებში გავაკეთებ. ვფიქრობ, პრეზიდენდი პუტინი დათანმხდება და ვიდეო კონფერენციის ჩატარებას შევძლებთ, რათა ეს მოწოდება ოფიციალურად გავავრცელოთ", - თქვა მან.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მიმდინარე კონფლიქტია, ჯანდაცვის სისტემები ჩამოშლილია და კორონავირუსს ვერ გაუმკლავდებიან.

მაკრონმა ასევე მოუწოდა კრედიტორებს აფრიკის ქვეყნები მიმდინარე წელს ვალის გადახდისაგან გაათავისუფლონ, რათა მათ კორონავირუსთან გამკლავება შეძლონ.

"აფრიკის ეკონომიკას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ და კრიზისის გამო ვალების გადახდა შევაჩეროთ", - თქვა მან.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ მსხვილმა საერთაშორისო კრედიტორებმა უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რათა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებს მიმდინარე წელს ვალის გადახდა შეუჩერონ. მაკრონმა აშშ-ს, ჩინეთს და დიდი ოცეულის სხვა წევრებს მოუწოდა 15 აპრილს დაგეგმილ ონლაინ შეხვედრაზე ეს შეთანხმება საბოლოოდ დაადასტურონ.

კომენტარები