The Eddy

მუსიკალური სერიალის - The Eddy თრეილერი გამოვიდა

EW

სტრიმინგ სერვისმა Netflix მომავალი მუსიკალური სერიალის - The Eddy თრეილერი გამოაქვეყნა.

პროექტს ლა ლა ლენდის რეჟისორი დემიენ შაზელი ხელმძღვანელობს, მთავარ როლებს კი ანდრე ჰოლანდი და ჯოანა კულიგი ასრულებენ. ორიგინალური საუნდტრეკი კი გლენ ბალარდსა და რენდი კერბერს ეკუთვნით. 

სერიალის მოქმედება პარიზში ვითარდება, სიუჟეტის ცენტრში ამერიკელი პიანისტი ელიოტ უდოა. 8 ეპიზოდისგან შემდგარი პირველი სეზონი Netflix-ზე მიმდინარე წლის 8 მაისს გამოვა.

კომენტარები